Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთმა პროტესტის ნიშნად სირიიდან გაიწვია მონიტორები


საუდის არაბეთმა სირიიდან გაიწვია არაბული ლიგის დამკვირვებელთა ჯგუფში მყოფი საკუთარი წარმომადგენლები. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრინცმა საუდ ალ ფაისალმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია პროტეტის ნიშნად, რადგან ელ რიადის თანახმად, სირიამ არ შეასრულა არაბულ ქვეყნებთან ადრე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების არც ერთი პუნქტი. საუდის არაბეთის ეს გადაწყვეტილება დაემთხვა არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხევდრას. კაიროში დაიწყო არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მოელოდნენ, რომ შეხვედრის შემდეგ მისიის მანდატი გაგრძელდებოდა და გაიზრდებოდა ლიგის დამკვირვებელთა რაოდენობა, ხოლო მისიის წევრები უფრო ფართო უფლებამოსილებით აღიჭურვებიან. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არაბული ლიგიის მისია, რომლის შემადგენლობაში 165 დამკვირვებელია, წარუმატებელი აღმოჩდა, რადგან ვერ შეძლო ამ ქვეყანაში სისიხლისღვრის შეწყვეტა.
XS
SM
MD
LG