Accessibility links

სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტში პროგრესს ხედავენ


სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ მოლაპარკებებს, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. განცხადებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შუამავლობით გამართული მოლაპარაკების შემდეგ გაკეთდა, შექებულია „მინსკის ჯგუფში“ შემავალი შუამავლების მიერ გაწეული „საგულისხმო მუშაობა“. სააგენტო „ინტერფაქსი“ იმოწმებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებს, რომლის თანახმად აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „უარს იტყვიან მაქსიმალისტურ პოზიციებს.“ მთიანი ყარაბაღი ეთნიკური სომხებით დასახლებული აზერბაიჯანის რეგიონია, რომელზეც ბაქოს კონტროლი დაიკარგა 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად. სისხლისმღვრელი ომი 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG