Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი გამოვა მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვა ამერიკაში მეტი ეკონომიკური სამართლიანობისაკენ მოწოდებით და წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების გეგმას მოხსენებაში, რომელიც ამაღამ ტელევიზიით გადაიცემა. საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც ის კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე გამოვა. მიმართვას ამერიკაში, ჩვეულებრივ მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ის პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას, ყურადღება გაამახვილოს თავისი მთავრობის მიღწევებზე და წარმოადგინოს სამომავლო გეგმები. რახან შეეერთებულ შტატებში წელს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, ობამა დგას ამოცანის წინაშე, დაარწმუნოს ელექტორატი, რომ აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის ახალი იმპულსის შეძენის გეგმა. ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გამოსვლამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ობამა აღნიშნავს, რომ განვლილმა წელმა მოიტანა ეკონომიკური ზრდა, მილიონი ახალი სამუშაო ადგილი და საფინანსო ბირჟების გაჯანსაღება, თუმცა, დასძენს ობამა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება. შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი, ბოლო მონაცემებით, 8,5 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG