Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მდიდარი ამერიკელებისათვის გადასახადების გაზრდის მომხრეა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუშინ ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”. მან ამერიკაში არსებულ ეკონომიკურ უთანასწორობაზე ილაპარაკა და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების გზები დასახა. თავის სიტყვაში ობამამ წინადადება წამოაყენა იმ ამერიკელებისათვის გადასახადების გაზრდის შესახებ, რომელთა შემოსავალიც წელიწადში მილიონ დოლარს აჭარბებს. საერთაშორისო პოლიტიკაზე ლაპარაკისას ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა მზადაა ნებისმიერი გზებით აღკვეთოს ირანის მცდელობა ბირთვული იარაღის შემუშავების შესახებ. მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა, თუ თეირანი შეიცვლის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG