Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ დაკარგა რეგიონის ლიდერის პოზიცია „პრესის თავისუფლების ინდექსით“


მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში, რომელშიც ასახულია მედიის მდგომარეობა, როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, „პროცესებით უაღრესად მდიდარ“ 2011 წელს, რაც, პირველ რიგში, ეხება არაბულ ქვეყნებს „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული პროცესების გამო. „პრესის თავისუფლების ინდექსით“, რომელიც წელს მეათედ გამოქვეყნდა, საქართველოს პოზიცია გაუარესებულია - მან შარშანდელი 99-დან 104-ე ადგილზე გადაინაცვლა. მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოს უსწრებს სომხეთი, რომელიც 77-ე ადგილზე გადავიდა შარშანდელი 101-ის შემდეგ. 179-ადგილიან სიაში ბოლო ადგილზეა ერითრეა, პირველზე - ფინეთი.
XS
SM
MD
LG