Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შიმშილობის აქცია დაიწყეს ვეტერანმა ავიატორებმა


საქართველოს პრეზიდენტის თბილისის რეზიდენციასთან შიმშილობის აქცია დაიწყეს ვეტერანმა ავიატორებმა. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი ავიატორების შესახებ სახელმწიფომ საპენსიო კანონი მიიღოს და გასცეს წლების განმავლობაში დაგროვილი, გაუცემელი კომპენსაცია, რომლის გადახდა უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დააკისრა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი იღებენ არა პენსიას, არამედ მაქსიმუმ 135 ლარის კომპენსაციას, რომელიც მედიკამენტებისთვისაც კი არ ჰყოფნით. ვეტერან ავიატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და კონსერვატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG