Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გილაური დავოსში საქართველოს პრეზენტაციას გამართავს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იმყოფება შვეიცარიაში, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ფორუმის ფარგლებში ნიკა გილაური საქართველოს პრეზენტაციას გამართავს. დავოსში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებთან. ნიკა გილუარი მონაწილეობას მიიღებს ინტერაქტიულ სესიაში, თემაზე: „კორუფცია და გამჭვირვალობა." დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მუშაობას 29 იანვარს დაასრულებს.
XS
SM
MD
LG