ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ევროკავშირი ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესების გამო და განაცხადა, რომ სანქციები ”არ არის კონსტრუქტიული”. ჩინეთის შეფასება ჰგავს რუსეთისას. რუსეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს ირანის ბირთვულ პროგრამაზე არსებული უთანხმოების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობენ და ეწინააღმდეგებიან ირანის წინააღმდეგ გაეროს მიერ ახალი სანქციების დაწესებას. ევროკავშირმა ორშაბათს ირანის ნავთობზე ემბარგო დააწესა.
ყველაზე პოპულარული
1