Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ


კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" თვალთმაქცურ გარიგებაში ადანაშაულებს. წერილში, რომელიც პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ საზოგადოებრივ მოძრაობას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს "ქართულმა ოცნებამ" ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების შესყიდვის მიზნით, საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა შპს "ელიტა ბურჯს," რომელმაც 17 იანვარს მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონიდან მოძრაობას დაუბრუნა 100 ათასი ლარი, სამი დღის შემდეგ კი - მილიონი. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის შეფასებით, ”სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები, რადგან ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც.” ნათია მოგელაძის შეფასებით, მსგავსი მოქმედება მიზნად ისახავდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონისთვის გვერდის ავლას და იურიდიული პირის, "ელიტა ბურჯისგან" მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისთვის კანონიერი სახის მინიჭებას. მოგელაძემ ”ქართულ ოცნებას” შესთავაზა, კანონით გათვალისწინებული სანქციების თავიდან ასაცილებლად კვლავ "ელიტა ბურჯის" ანგარიშზე დააბრუნოს მილიონ 100 ათასი ლარი.
XS
SM
MD
LG