Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში წუნიანი მედიკამენტების მიღების გამო 100-მდე ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო 3 კვირის მანძილზე 100-მდე ადამიანი დაიღუპა გულის წუნიანი მედიკამენტების მიღების გამო. ათობით პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია და საავადმყოფოებშია მოთავსებული. სიკვდილის შემთხვევების უმეტესობა ცენტრალური, პუნჯაბის რეგიონის დედაქალაქ ლაჰორში მოხდა. გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლთა უმრავლესობა ღარიბი პაციენტი იყო, რომლებმაც უფასოდ მიიღეს ადგილობრივი, პუნჯაბის კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოშვებული გულის პრეპარატები. პოლიციამ სამი ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელები დააპატიმრა, რომლებიც წამლებით მომარაგებაში არიან ეჭვმიტანილი. ექიმების ცნობით, კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოშვებული მედიკამენტები ყოველთვიურად 40,000-ზე მეტ პაციენტს ურიგდება.
XS
SM
MD
LG