Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერის განცხადებით, რუსეთთან სამიტი შესაძლოა, ჩაიშალოს


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ რუსეთთან მაისისთვის დაგეგმილი სამიტი არ ჩატარდება, თუ მხარეები მანამდე ვერ შეთანხმდებიან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე თანამშრომლობის შესახებ. ნატო აცხადებს, რომ მისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, მოსკოვი ამას არ იჯერებს და მოითხოვს სამართლებრივ გარანტიებს, რაზეც თავის მხრივ, ნატო ამბობს უარს. რასმუსენმა ხუთშაბათს ბრიუსელში უთხრა ჟურნალისტებს, რომ თუ ვერ მიაღწევენ შეთანხმებას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სავარაუდოდ, არ შედგება ჩიკაგოში, 20-21 მაისისთვის დანიშნული შეხვედრა ნატოსა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG