Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვატემალის ექს-ლიდერს გენოციდისათვის გაასამართლებენ


გვატემალის ყოფილი სამხედრო ლიდერი, 85 წლის ეფრაინ რიოს მიოტი სასამართლოს წინაშე წარსდგება გენოციდის ბრალდებით. ის ქვეყანას 1982-83 წლებში მართავდა. გამოძიების ცნობით, ამ დროს, მემარცხენე რადიკალ მეამბოხეებთან ბრძოლის საბაბით, რიოსის ბრძანებით დახოცეს 1800-მდე მაიას ტომის ინდიელი, 29 ათასამდე კი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. 12 წლის განმავლობაში რიოს მოტს პარლამენტში ირჩევდნენ და დეპუტატის ხელშეუხებლობით სარგებლობდა. 2012 წლის 14 იანვარს მას საპარლამენტო უფლებამოსილების ვადა გაუვიდა.
XS
SM
MD
LG