Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის შესახებ იმსჯელებს


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება დახურულ კარს მიღმა სხდომაზე, სირიის შესახებ რეზოლუციის ახალი პროექტის განსახილველად. 15-წევრიანი საბჭო, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამართავს კენჭისყრას პროექტზე, რომელიც, საინფორმაციო სააგენტო როიტერსის მონაცემებით, შეიცავს მოწოდებას სირიაში პოლიტიკური გარდაქმნისაკენ. ცნობების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი მიუღებელია რუსეთისათვის, რადგან სათანადოდ არ ითვალისწინებს მოსკოვის პოზიციას. რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოს უფლება გამოიყენეს, რათა არ დაეშვათ სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციის მიღება. გაეროს რეზოლუციას მოითხოვს არაბთა ლიგა, რათა სირიაში ბოლო მოეღოს საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ძალადობას, რომელმაც მარტის შემდეგ უკვე 5000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG