საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი თანამომხსენებლის, კასტრიოტ ისლამისა და მიკაელ იენსენის მიერ მონიტორინგის კომიტეტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა „სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“. ამის მიზეზი, თანამომხსენებლების თქმით, ის არის, რომ ვერ მოხერხდა იმ ფართომასშტაბიანი უთანაბრობის გამოსწორება, რომელიც ერთმანდატიან, მაჟორიტარულ ოლქებს შორის აღინიშნება და თითოეულ ხმას არათანაბარ წონას ანიჭებს. ანგარიში 26 იანვარს გავრცელდა და ეხება სამართალაღსრულების სისტემას და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესი აშკარაა, თუმცა ხარვეზები მაინც რჩება.
იენსენი და ისლამი: საქართველოს საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს
ყველაზე პოპულარული
1