Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ჩავიდნენ საერთაშორისო ინსპექტორები


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ჩავიდნენ ირანში, სადაც ისინი შეისწავლიან ამ ქვეყნის ბირთვული პოგრამის იმ ასპექტებს, რომლებიც დასავლეთს ეჭვს უჩენს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰერმან ნაკერტსმა იმედი გამოთქვა, რომ თეირანი გაგებით მოეკიდება ინსპექტორების შეშფოთებას, რომ მისი ბირთვულ პროგრამა შესაძლებელ სამხედრო განზომილებას შეიცავს. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ ირანის პარლამენტი აპირებს ნავთობზე ემბარგო დაუწესოს ევროკავშირის ქვეყნებს, ანუ გადადგას საპასუხო ნაბიჯი ექვი თვით ადრე, სანამ თვითონ ევროკავშირის სანქციები შევიდოდეს ძალაში. პარლამენტში კანონპროექტი ჯერ არ განუხილავთ. გაერომ ოთხჯერ დაუწესა ირანს სანქციები მისი ბირთვული პრგრამის გამო, სურვილით, რომ თეირანმა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.
დღესვე გერმანიამ მოუწოდა ირანს, თავშეკავებით იმოქმედოს და მისი ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობას ნუ გაზრდის ევროკავშირისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტით.
XS
SM
MD
LG