Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში, ოკლენდში დემონსტრაციის მონაწილეები დააკავეს


აშშ-ის ქალაქ ოკლენდში, კალიფორნიაში, დააკავეს ანტიკაპიტალისტური მოძრაობის 150-მდე მონაწილე. ცნობით, აქცია, სახელწოდებით, „დაიკავე ოკლენდი“, არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა სამი პოლიციელი. აქციის მონაწილეებმა სცადეს შესულიყვნენ ცარიელ შენობაში, სადაც კონგრესები იმართება. მათ მოახერხეს მერიის შენობაში შესვლა და დაარბიეს ის. პოლიციამ, რომელსაც ქვები და ბოთლები დაუშინეს, ცრემლმდენი გაზი იხმარა. მოძრაობა „დაიკავე ოკლენდი“ გამოდის ბანკების და კორპორაციების ბატონობის წინააღმდეგ, რომლებიც, მოძრაობის თანახმად, განსაზღვრავენ მთავრობების საფინანსო და სოციალურ პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG