Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში პარლამენტის ზედა პალატის არჩევნები დაიწყო


ეგვიპტეში დაიწყო პარლამენტის ზედა პალატის არჩევნები, ეს არის „შურას საბჭოდ“ წოდებული საკონსულტაციო ორგანო. ორივე პალატის არჩევის შემდეგ ისინი შექმნიან კომისიას, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ახალი კონსტიტუცია. არჩევნები ორ ეტაპად მოეწყობა. დეპუტატების, მათი რიცხვი, 180-ია, ორ მესამედს პარტიული სიებით ირჩევენ, დანარჩენებს პირდაპირი წესით. პარლამენტის ქვედა პალატის ამასწინანდეელ არჩევნებში გამარჯვება ისლამისტურმა ძალებმა მოიპოვეს.
XS
SM
MD
LG