Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება გენერალი ჯონ ალენი


თბილისში იმყოფება ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების და აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას გენერალი ალენი განიხილავს ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ოპერაციაში საქართველოს წვლილს. საელჩოს ცნობითვე, ჯონ ალენი ეწვევა კრწანისის საწვრთნელ ცენტრს და სიტყვით მიმართავს 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის წევრებს, რომლებიც ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან.
XS
SM
MD
LG