Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ვაშინგტონში გაიმართება ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა


დღეს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა. ბარაკ ობამა და მიხეილ სააკაშვილი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იმსჯელებენ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე. პრეზიდენტების შეხვედრამდე თეთრი სახლის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარაკ ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს სოლიდურ წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში და კვლავ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აგრეთვე აპირებს მსჯელობას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსა და რეფორმებზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ ტრანსფორმაციას სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ბარაკ ობამასთან შეხვედრამდე მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" პრეზიდენტს დენიელ იოჰანესს და კალიფორნიაში მონაწილეობა მიიღო Basecamp-ის სამიტში.
XS
SM
MD
LG