Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა ”წითელი ხაზია”


ლეონ პანეტა
ლეონ პანეტა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა, ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ, თუკი ირანს სურვილი ექნება, ერთ წელიწადში შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა. სატელევიზიო პროგრამა “60 Minutes”-თვის მიცემულ ინტერვიუში პანეტამ თქვა ისიც, რომ ირანს კიდევ ორი-სამი წელი დასჭირდება დაამზადოს რაკეტა, რომელიც ბირთვულ იარაღს სამიზნემდე მიიტანდა. ლეონ პანეტამ გაიმეორა, რომ აშშ-ს არ სურს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. მისი განცხადებით ეს იქნება ”წითელი ხაზი” აშშ-ისა და ისრაელისთვის. პანეტამ დაიმუქრა, რომ აშშ ”გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს” ირანის შესაჩერებლად, თუკი აშშ-ის დაზვერვა მიიღებს ინფორმაციას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ
XS
SM
MD
LG