Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ემხრობა რუსეთში სამეცნიერო კვლევის დაფინანსების გაზრდას


რუსეთის პრემიერ-მინისტრი გამოდის მოწოდებით, შეიქმნას 10-წლიანი პროგრამა, სამეცნიერო კვლევაში ინვესტიციების გასაზრდელად. ამ მოწოდებას მოიცავს სტატია, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა ყოველდღიურ გაზეთ „ვედომოსტიში“. საქმე ეხება მესამე პუბლიკაციას, რომელშიც წარმოდგენილია პუტინის შეხედულებები და გეგმები 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. პუტინი გამოდის მოწოდებით, რამდენჯერმე გაიზარდოს ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევის დაფინანსება. საინვესტიციო კლიმატი რუსეთში, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „არადამაკმაყოფილებელია“, რასაც, უწინარეს ყოვლისა, „სისტემური კორუფცია“ იწვევს.
XS
SM
MD
LG