Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ სამი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ადამიანი, მათ შორის ისლამისტი ექსტრემისტების მეთაური, ჰაჯი ახუნზადა. პოლიციის ცნობით, აფეთქება მოხდა დასავლეთ პაკისტანში მდებარე ფეშავარში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად. ახუნზადა მიჩნეული იყო გავლენიან ფიგურად ხიბერის პროვინციაში მოქმედ ექსტრემისტულ ჯგუფში. ის ფეშავარში გადასახლდა მას შემდეგ, რაც ორჯერ გადაურჩა მოკვლის მცდელობას.
XS
SM
MD
LG