Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ”ფეისბუკის” გვერდის ადმინისტრატორები დააკავეს


ირანში პოლიციის თანამშრომლებმა დააპატიმრეს სოციალურ ქსელ ”ფეისბუკის” გვერდის ადმინისტრატორები, რომლებიც სილამაზის ვირტუალურ კონკურსს აწყობდნენ. პოლიციამ ჯგუფს ”კორუფციისა და უსირცხვილობის” კერა უწოდა. დაკავებულთა შორის ორი კაცი და ორი ქალია. პოლიციის ჩარევამდე ჯგუფში 25 ათასი ირანელი გაწევრიანდა, რომლებმაც, ორგანიზატორთა მოწოდებით, სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნეს. ახლა მათ დევნა ემუქრებათ. ”ფეისბუკი” ირანში დაბლოკილია, თუმცა ინტერნეტის ბევრი მომხმარებელი, სპეციალური პროგრამების მეშვეობით, ახერხებს გვერდი აუაროს აკრძალვას.
XS
SM
MD
LG