Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, დარჩება ლიკუდის პარტიის სათავეში


ისრაელის მმართველი ლიკუდის პარტია მართავს პრაიმერის ახალი ლიდერის ასარჩევად. ცნობების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იოლად დაამარცხებს თავის ერთადერთ კონკურენტს, ულტრამემარჯვენე მოშე ფაიგლინს. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ფაიგლინის მიმართ საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა შესაძლოა, მიანიშნებდეს ლიკუდის მემარჯვენე ორიენტაციის გაძლიერებას. სამშაბათს ლიკუდის 125000-მდე წევრს ეძლევა შესაძლებლობა, ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე. შეგედები ოთხშაბათს დილით არის მოსალოდნელი. წლის ბოლოს ისრაელში საყოველთაო არჩევნები გაიმართება.
XS
SM
MD
LG