Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში ირანის საკითხი არ ყოფილა


საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაზე თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტებმა იმსჯელეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის მომავალ არჩევნებზე. "ნებისმიერი ხელისუფლება არჩეული იქნება დემოკრატიული არჩევნების გზით” - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გადადის პრინციპულად ახალ მოდელზე, სადაც პარლამენტს გაცილებით დიდი როლი ექნება და ამ თვალსაზრისითაც, მომავალი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში ირანის საკითხი არ ყოფილა და შესაბამისად, არც განხილულა.
XS
SM
MD
LG