Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართება პუტინის მხარდამჭერი აქცია


”ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთის საზოგადოებრივი პალატა მზად არის საგანგებო სატელეფონო ნომერზე მიიღოს შეტყობინებები, თუკი პედაგოგებს აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ პრემიერ-მინისტრ პუტინის მხარდამჭერ აქციაში. მოსკოვის განათლების დეპარტამენტმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია პედაგოგებზე ზეწოლის შესახებ. პუტინის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში ოპოზიციის აქციის პარალელურად, 4 თებერვალს გაიმართება.
XS
SM
MD
LG