რუსეთი მხარს არ უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოზე წარდგენილ რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტის მიზანი სირიაში ძალადობის შეჩერებაა. რუსეთი აცხადებს, რომ რეზოლუციის პროექტით გათვალისწინებული ზომები არ გამორიცხავს სამხედრო ჩარევას სირიის საქმეებში. არაბთა ლიგის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის პროექტი 31 იანვარს წარედგინა უშიშროების საბჭოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლიტონი აცხადებს, რომ დოკუმენტი არ შეიცავს რეკომენდაციას სამხედრო ინტერვენციის შესახებ. რუსეთის ელჩმა ევროკავშირში ვლადიმირ ჩიჟოვმა განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტში უნდა აისახოს მოსკოვის პოზიციაც - რომ კონფლიქტი სირიაში უნდა გადაწყდეს სირიელების მიერ. პარალელურად ვრცელდება ცნობები დამასკის მისადგომებთან და ჰომსის პროვინციაში შეტაკებების მიმდინარეობის შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1