Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაპოვნია თურქეთის ნაპირთან დაღუპული ქართველი მეზღვაურის გვამი


მაშველებმა იპოვეს ქართველი მეზღვაურის გვამი, რომელიც შავ ზღვაში, გუშინ საღამოს სატვირთო გემის ჩაძირვას ემსხვერპლა, თურქეთის პოსტ ალიაგასთან ახლოს. საქართველოს საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შარაბიძის თქმით, დაღუპული მეზღვაური ქალაქ ფოთის მკვიდრი მურმან დარსაძეა, რომელიც გემზე მექანიკოსად მუშაობდა. სატვირთო გემი Vera გუშინ საღამოს ჩაიძირა. კამბოჯის დროშით მცურავ გემზე, რომელსაც რუსეთიდან თურქეთში ჯართი მიჰქონდა, 10 უკრაინელი და ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდნენ. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო კატასტროფის მიზეზად ქარიშხალს ასახელებს. მაშველებმა ჯერჯერობით სამი მეზღვაურის გადარჩენა შესძლეს. დანარჩენები დაკარგულად ითვლებიან. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
XS
SM
MD
LG