ეგვიპტეში გლოვაა გამოცხადებული - 74 ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით, რომლებიც ქალაქ პორტ საიდში სტადიონზე მომხდარ არეულობას შეეწირნენ. ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პორტ საიდის გუნდმა, ალ-მასრიმ, ანგარიშით 3-1 დაამარცხა ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი. ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გულდასმით გამოიძიებს მომხდარის მიზეზებს.
ყველაზე პოპულარული
1