Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან ჩაძირული ბორნიდან 200-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს


პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან დილით ჩაძირული ბორნიდან 200 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ასამდე ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მაშველების თქმით, არის შანსი, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 8 გემი და 3 ვერტმფრენი. ბორნის ჩაძირვის მიზეზებს ჯერ არ ასახელებენ. თავიდან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატასტროფა ძლიერ შტორმს მოჰყვა.
XS
SM
MD
LG