Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია საქართველოს რეგიონებში


დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო კვლავ პრობლემებია საქართველოს რეგიონებში. კახეთში 20-მდე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რადგან ქარბუქის გამო საავტომობილო გზების გაწმენდა ვერ ხერხდება. ამავე მიზეზით შეფერხდა მოძრაობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით. ძლიერი ქარითა და დიდთოვლობით გამოწვეული ავარიების შედეგად საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშეა 65 ათასამდე აბონენტი. ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში შენობების კედლები დაანგრია და და ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. დედაქალაქში სამაშველო და სახანძრო სამსახურები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. ძლიერი ქარისა და ნამქერის მიუხედავად ჯერჯერობით შეფერხებების გარეშე მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. უამინდობის გამო შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე. სინოპტიკოსთა პროგნოზით, დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოსა და ქვეყნის დედაქლაქში ქარი ჩადგება, თუმცა ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს. კერძოდ, შიდა ქართლსა და კახეთში 10-დან 15 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი, თბილსიში კი, მინუს 8 გრადუსი.
XS
SM
MD
LG