Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ დაადასტურა ჟურნალისტ სოფიო ნიკოლაიშვილის დაკავების ფაქტი


კახეთის პოლიციის მიერ ადგილობრივი ჟურნალისტის სოფიო ნიკოლაიშვილის დაკავების ფაქტი დაადასტურა საქართველოს შსს-მ. მისი განცხადებით, ნიკოლაიშვილი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ბრალდებულია მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში. ჟურნალისტის მამა დავით ნიკოლაიშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრს დავით ნიკოლაიშვილმა განუცხადა, რომ მათი დევნა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით ხელმოწერების შეგროვების გამო დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სოფიო ნიკოლაიშვილს, რომელიც ამჟამად თელავის იზოლატორში იმყოფება, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
XS
SM
MD
LG