Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას აბრალებს ევროპაში ბუნებრივი აირის შემცირებას


რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ თანახმად ხუთშაბათს მან გაზრდა ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება, მაშინ როცა ზოგიერთი ევროპელი მომხმარებლები ჩივიან, რომ, პირიქით, გაზის მიწოდება შემცირდა. ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდას უარყოფს უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც გადის ევროპაში ექსპორტირებული რუსული ბუნებრივი აირის 80 პროცენტი. როგორც „გაზპრომის“ წარმომადგენელი აცხადებს, სასტიკი ყინვების გამო უკრაინა ხარჯავს ბუნებრივი აირის იმ მოცულობაზე გაცილებით მეტს, რაც მას კონტრაქტით ეკუთვნის. ევროკავშირის სახელმწიფოები ავსტრია, იტალია, გერმანია და სლოვაკეთი აცხადებენ, რომ შეუმცირდათ რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის რაოდენობა, რის შევსებასაც სხვა მიმწოდებლების საშუალებით ახერხებენ
XS
SM
MD
LG