Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი მხარდაჭერას უცხადებს ნიუტ გინგრიჩს


ამერიკელი მულტიმილიარდერი დონალდ ტრამპი მხარდაჭერას გამოუცხადებს საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად დასახელების მსურველ ნიუტ გინგრიჩს. ტრამპი ხუთშაბათს აპირებს გამოსვლას შესაბამისი განცხადებით, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს გინგრიჩის პოზიციის გაძლიერებას. შაბათს ნევადის შტატში გაიმართება პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნების მომდევნო კენჭისყრა, ანუ პრაიმერი. ნიუტ გინგრიჩს, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი თავმჯდომარეა, აქამდე ერთ შტატში, სამხრეთ კაროლინაში აქვს მოპოვებული გამარჯვება. რესპუბლიკელების კანდიდატად ნომინირების პროცესში ფავორიტად ითვლება მიტ რომნი - მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ვინაობა აგვისტოში გაირკვევა.
XS
SM
MD
LG