Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთმა გაზარდა ურანის წარმოება


ყაზახეთმა, ურანის უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, დღეს განაცხადა, რომ 2011 წელს ურანის წარმოება 9%-ით - 19450 ტონამდე გაიზარდა, საიდანაც 11079 ტონა ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია - ”ყაზატომპრომმა” აწარმოა. ყაზახეთი 2011 წელს ურანის წარმოებაში მეტ ზრდას (19900 ტონამდე) გეგმავდა. 2010 წელს ყაზახეთმა 17803 ტონა ურანი აწარმოა. ურანს ყაზახეთი ძირითადად აზიის ქვეყნებს აწვდის, მათ შორის - ჩინეთს, სამხრეთ კორეას, იაპონიასა და ინდოეთს.
XS
SM
MD
LG