ევროპაში ძლიერმა ყინვამ 164 ადამიანი იმსხვერპლა. პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა ამ ქვეყანაში ყინვის გამო და გასული კვირის შემდეგ მსხვერპლის რიცხვი 29-მდე გაიზარდა. პოლონეთის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა -32 გრადუსამდე დაეცა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ყინვის მსხვერპლთა რაოდენობა ბოლო კვირაში 63-მდე გაიზარდა. ყინვის გამო ათასობით ადამიანი ითხოვდა დახმარებას დროებით თავშესაფრებში. აღმოსავლეთი ევროპა განსაკუთრებით დაზარალდა ყინვისა და თოვლისგან. ბალკანეთზე დიდი თოვლის გამო სოფლების ნაწილი მოწყდა გარე სამყაროს. საქართველოში 1998 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა (თბილისში -10-13, მთაში კი -20).
ყველაზე პოპულარული
1