Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი - აშშ-ნატოს ანტისარაკეტო სისტემა რუსეთზეა მიმართული


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა ”ხოლოდნაია პოლიტიკას” განუცხადა, რომ აშშ-ისა და ნატოელი მოკავშირეების მიერ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსება ”უეჭველად რუსეთის ბირთვული სარაკეტო სიმძლავრის ნეიტრალიზაციაზეა მიმართული”. პუტინი აცხადებს, რომ ანტი-სარაკეტო სისტემა ფარავს ”ტერიტორიას ურალის მთებამდე, ადგილებამდე, სადაც რუსეთის ბირთვული ძალებია განთავსებული”. პუტინმა განაცხადა, რომ ”დღეს არ მომდინარეობს საფრთხე ირანიდან ან ჩრდილოეთი კორეიდან” და ნატო არ იძლევა წერილობით გარანტიას, რომ ანტისარაკეტო სისტემა არ იქნება რუსეთზე მიმართული.
XS
SM
MD
LG