Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი პირობას დებს, რომ ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პირობა დადო, რომ ირანი არ დაემორჩილება საერთაშორისო ზეწოლას და არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე. გამოსვლაში, რომელიც ირანის მედიამ პარასკევს გადასცა, ხამენეი დაიმუქრა შესაძლო საპასუხო ზომებით ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის, ან ირანიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციების შემთხვევაში. ხამენეის თქმით, „ირანისადმი მუქარა და ირანზე თავდასხმა ავნებს ამერიკას“. ხამენეი ამ გამოსვლაში შეეხო ისრაელსაც და პირობა დადო, რომ ირანი დაეხმარება ნებისმიერ ქვეყანას, ან ჯგუფს, რომელიც დაუპირისპირდება ებრაელთა სახელმწიფოს. ხამენეის გამოსვლა უკავშირდება ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის 33-ე წლისთავის აღნიშვნას.
XS
SM
MD
LG