Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზპრომი" არ აპირებს ევროპისათვის გაზის დამატებით მიწოდებას


რუსეთის ენერგოკომპანია "გაზპრომი" არ აპირებს დასავლეთ ევროპისათვის გაზის დამატებით მიწოდებას, რის მიზეზადაც ასახელებს ყინვების გამო რუსეთში ენერგომომარაგებაზე გაზრდილ მოთხოვნას. ეს ცნობა მოჰყვა ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებას, რომ რუსეთიდან შემცირებულია გაზის მიწოდება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისათვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა „გაზპრომს“ მოუწოდა, დაიცვას ევროპასთან გაფორმებული კონტრაქტები, მაგრამ „პრიორიტეტულ ამოცანად“ მიიჩნიოს ადგილობრივი მოთხოვნა. ძლიერი ყინვებია რუსეთის დასავლეთით მდებარე ქვეყნებშიც, სადაც კიდევ უფრო გაიზარდა უამინდობის მსხვერპლთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, ჰიპოთერმიის შედეგად ევროპაში გარდაცვლილთა რიცხვმა 220-ს გადააჭარბა. ცალკეულ ქვეყნებს შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი აღირიცხება უკრაინაში - 122 გარდაცვლილი.
XS
SM
MD
LG