მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დემონსტრანტები შეიჭრნენ სირიის საელჩოებში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის ჯარებმა მძიმე არტილერია გამოიყენეს ქალაქ ჰომსის საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ და მოკლეს, ცნობების თანახმად, 200-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს კაიროში სირიის საელჩოს, ათენში 13 ადამიანი იქნა დაკავებული საელჩოში მათი შეჭრის შემდეგ, სირიის საელჩოებზე თავდასხმები მოეწყო ბრიტანეთში, გერმანიასა და ავსტრალიაშიც.
ყველაზე პოპულარული
1