Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ლიდერები მართავენ საგანგებო შეხვედრას ვალების საკითხზე


საბერძნეთის ლიდერები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება საბერძნეთში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარების გეგმაზე. პრემიერ-მინისტრ ლუკას პაპადემოსთან შეხვედრაში მონაწილეობენ მისი მთავრობის მხარდამჭერი სოციალისტური, კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერები. მათგან მოელიან დათანხმებას მომჭირნეობის ახალ ზომებზე, რომლებსაც საბერძნეთისაგან მისი კრედიტორები მოითხოვენ. ევროზონის მინისტრებს ორშაბათს უნდა გაემართათ შეხვედრა საბერძნეთის ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობის დასასრულებლად, მაგრამ შეხვედრა გაუქმებულ იქნა.
XS
SM
MD
LG