Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წარმომადგენლის თქმით, ნატოს ანტი-სარაკეტო სისტემის შესახებ მოლაპარაკებები „ჩიხშია“


რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ევროპაში განსათავსებელი, ანტი-სარაკეტო სისტემის პროექტის შესახებ ნატოსთან მოლაპარაკებებში მთავარი წარმომადგენელი, ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკება „ჩიხშია“ შესული. გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცეულ ინტერვიუში ანტონოვი აკრიტიკებს ანტისარაკეტო სისტემის შესახებ დასავლეთის წინადადებებს - მათ „ბუნდოვანს“ უწოდებს და დასძენს, რომ ევროპულ ანტი-სარაკეტო სისტემაში რუსეთის მონაწილეობის საკითხი „არც კი განიხილება“. ანტონოვმა ამ პროექტს რუსეთის უსაფრთხოებისთვის მთავარი საშიშროება უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, გამოვიდეს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულებიდან, ანუ START-იდან, რომელსაც ხელი 2010 წელს ვაშინგტონში მოაწერეს. ანტონოვმა ამ განცხადებებით გაიმეორა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ 4 თებერვალს გამოთქმული მოსაზრებები. ლავროვმა ვაშინგტონი გააკრიტიკა - მისი თქმით, აშშ-მა ვერ შესძლო იმის დამტკიცება, რომ ჩაფიქრებული სისტემა რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების დასუსტებისკენ არ იქნება მიმართული.
XS
SM
MD
LG