რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საგარეო დაზვერვის უფროსი მიხაი რევზა უნგურეანუს კანდიდატურა დაასახელა. ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ემილ ბოკი, რომლის კაბინეტის მიერ მიღებულმა ხარჯების შემცირების მკაცრმა პროგრამამ ქვეყნაში ერთკვირიანი ანტისამათვრობო გამოსვლები გამოიწვია. ბოკის თქმით, მისი მთავრობის მიერ მიღებული სამოქმედო პროგრამა იყო არაპოპულარული მაგრამ აუცილებელი ზომა, რათა გადაერჩინა ფინანსური კრიზისის წინაშე მდგარი რუმინეთის ეკონომიკა. ახალ პრემიერ-მინისტს ათი დღე აქვს, რათა ახალი კაბინეტის ფორმირება და პარლამენტის მხარდაჭერა მოახერხოს.
ყველაზე პოპულარული
1