Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკში ჩავიდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დამასკში ჩავიდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან მოსალაპარაკებლად. ასადს, რომელიც მოსკოვის მოკავშირედ ითვლება, უცხოეთში მკაცრად აკრიტიკებენ ოპოზიციის მომხრეებისადმი ძალადობის გამო. რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ლავროვი, რომელსაც ახლავს რუსეთის საგარეო დაზვევრის ხელმძღვანელი მიხაილ ფრადკოვი, ასადს მოუწოდებს, განახორციელოს პოლიტიკური რეფორმები კრიზისის განმუხტვის მიზნით. დამასკში ლავროვის ჩასვლას წინ უსწრებდა სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ გააგრძელებს უშიშროების ოპერაციებს ქალაქ ჰომსში და მის მახლობლად. სამინისტრო აცხადებს, რომ გაგრძელდება „ტერორისტული ჯგუფების“ წინააღმდეგ მოქმედება წესრიგის აღდგენამდე. სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, ორშაბათს ჰომსში 100-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამ ცნობას ვერ ადასტურებენ დამოუკიდებელი წყაროები. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა უშიშროების ძალების ექვსი წევრი, დაიჭრა 11.
XS
SM
MD
LG