Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძე: მედვედევის განცხადებაში სიახლე არაფერია


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებს შეუძლიათ ნებისმიერ დამპყრობელს არათანაზომიერი ზიანი მიაყენონ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველო მაქსიმალურად მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას მოსკოვის მუდმივი აგრესიული რიტორიკის შესახებ. ამასთან, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ მედვედევის განცხადებაში სიახლე არაფერია, რადგან ბოლო წლებში რუსეთიდან მუქარა მუდმივად ისმის. რაც შეეხება დმიტრი მედვედევის განცხადებას სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთს შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს აკისრებს და გარკვეულ ეტაპზე მათი შესრულება მოუწევს.
XS
SM
MD
LG