Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ექსპერტებმა გამოაქვეყნეს საქართველოს შესახებ ანგარიში ტრეფიკინგზე


ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც მუშაობს ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე (GRETA) გამოაქვეყნა პირველი შეფასებითი ანგარიში საქართველოს შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული პროგრესი, რომელიც მოიცავს ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კანონის მიღებას, უწყბებს შორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბებას, ისევე როგორც მსხვერპლის დასახმარებლად საბიუჯეტო სახსრების გაზრდას. მაგრამ ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მოსაძებნად და მათი ვინაობის დასადგენად. GRETA-ს ანგარიშის საფუძველზე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის ხელმომწერები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისათვის.
XS
SM
MD
LG