იტალიის სასამართლომ შინა პატიმრობაში დატოვა წყალში ჩაძირული სამგზავრო ლაინერის, „კოსტა კონკორდიას“ კაპიტანი. გემის ჩაძირვას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა. სასამართლომ უარი თქვა ორივე მოთხოვნაზე: ფრანჩესკო სკეტინოს ციხეში გადაყვანასა და შუამავლობაზე, გაეთავისუფლებინათის გირაოს სანაცვლოდ. სკატინოს ადანაშაულებენ ხალხის დაღუპვაში, რადგან გემი მანამდე დატოვა, სანამ ყველას ევაკუაცია მოხდებოდა. ამ კვირაში შეწყდა დაკარგულთა ძიება, თუმცა ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი.
ყველაზე პოპულარული
1