Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი ირანისგან ნავთობს ინდურ რუპიაში შეისყიდის


ინდოეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ინდოეთი ირანს ნედლი ნავთობის საფასურის 45 პროცენტს რუპიაში გადაუხდის. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო ირანს შეღუდული აქვს საერთაშორისო საფინანსო ტრანსაქციები. საედ მეჰდი ნაბიზადემ ასევე თქვა, რომ ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკები შეთანხმდნენ, რომ ირანს შეუძლია ინდოეთისგან საქონლის შესასყიდად მოიხმაროს ინდოეთის სახელმწიფო ვალუტა. „ასოშიეტედ პრესს“ მოჰყავს ინდოეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენლის ნათქვამი, რომ ამ შეთანხმებაზე არაფერი იცის. თუმცა, ამ ინკოგნიტო პირის თანახმად, ინდოეთი ცდილობს გამონახოს ყველა საშუალება, რათა არ მოხდეს ნავთობის მიწოდების შეფერხება. ინდოეთის მიერ მოხმარებული ნავთობის 12 პროცენტი ირანზე მოდის. ირანისთვის ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციების გამო შეზღუდულია საფინანსო გაადარიცხვების არხები.
XS
SM
MD
LG