Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტის ვინაობას ამიერიდან საყოველთაო არჩევნები გამოავლენს


ჩეხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს ელექტორატი და არა პარლამენტარები, როგორც აქამდე ხდებოდა. ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში ოთხშაბათს გამართულ კენჭისყრაზე 49 დეპუტატი მიემხრო ცვლილებას, რომელიც დეკემბერში დაამტკიცა პარალმენტის ქვედა პალატამ. ოთხშაბათის კენჭისყრაზე ცვლილების წინააღმდეგი იყო 22 სენატორი. ამიერიდან ჩეხეთის პრეზიდენტს აირჩევენ კენჭისყრის ორი ტურის მომცველი სისტემით და ხუთწლიანი ვადით. მომავალი არჩევნები, რომელიც უმეტესწილად წარმომადგენლობითი ფუნქციის მქონე პრეზიდენტის ვინაობას გამოავლენს, 2013 წელს გაიმართება. ამჟამინდელ პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს გადადგომა მოუწევს პრეზიდენტობის მაქსიმალური, ორი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG