Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მოუწოდებს მსოფლიოს სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ


ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ნავი პილაი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისგან გადასარჩენად. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის სახელისუფლებო ძალებმა გააძლიერეს შეტევა ქალაქ ჰომსის საცხოვრებელ რაიონებზე. ლონდონში არსებული ”სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ცნობით, ჰომსის სუნიტებით დასახლებულ რაიონებში ერთ ღამეში სულ ცოტა 47 ადამიანი დაიღუპა სირიის არმიის საარტილერიო შეტევის შედეგად.
XS
SM
MD
LG